კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 233 შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.36%-ია

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 45 229 ტესტი და დადასტურდა 4 233 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 934 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.36%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.65% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.35%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  4 233 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 924 შემთხვევა, აჭარა - 591, იმერეთი - 518, ქვემო ქართლი - 200, შიდა ქართლი - 185, გურია - 107, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 222, კახეთი - 270, მცხეთა-მთიანეთი -92, სამცხე-ჯავახეთი - 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის  36 102 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6 200 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათგან მძიმე პაციენტია 1 240 პირი, რომელთაგან 261 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

4 აგვისტოს მონაცემებით, სულ ქვეყანაში  432 903 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა  390 827 პაციენტი, ხოლო  გარდაიცვალა –  5 948.

კომენტარები