შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

ვაშაძე: მომხრე ვარ სანქციების იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არღვევენ ევროპულ შეთანხმებას

დასავლეთი, რა თქმა უნდა, სრულად იზიარებს ჩვენს პოზიციას. აქ საუბარია, რა კონკრეტული ქმედებები და როდის უნდა გადადგას ჩვენმა დასავლელმა პარტნიორმა. მე ვამბობ, რომ არ შეიძლება დაისაჯოს ქართველი ხალხი, უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ქართული ოცნებიდან უშუალოდ მიიღო გადაწყვეტილება ამ შეთანხმებიდან გასვლის. მომხრე ვარ სანქციების, კონკრეტული ქმედებების იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ასე არღვევენ ევროპულ შეთანხმებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის გადაწყვეტილებას წინ ვერ აღუდგება, ვერცერთ შემთხვევაში ქართული ოცნება და ამაში სრული მხარდაჭერა გვექნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გაგვიმეორეს, რომ შეთანხმება მათთვის ძალაშია.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ევროკავშირის ელჩსა და სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები