ვაქცინაცია ევროპაში

სექტემბრიდან დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში COVID-19-ის ვაქცინის მესამე დოზით აცრა დაიწყება

2021 წლის სექტემბრიდან დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში კორონავირუსი ვაქცინის მესამე დოზით რისკ-ჯგუფების აცრა დაიწყება.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტმა ივნისში გამოაცხადა, რომ სექტემბრიდან ვაქცინის დამატებითი დოზების გაკეთებას იგეგმება. დამატებითი დოზით ვაქცინაციის რეკომენდაცია ვაქცინაციის და იმუნიზაციის კომიტეტმა გასცა. გამოცემა Telegraph-ის თანახმად, დიდ ბრიტანეთში ვაქცინის მესამე დოზით აცრა, პირველ ეტაპზე, დაახლოებით 32 მილიონ ადამიანს შეეხება, მათ შორის 50-წელს გადაცილებულებს და იმუნოკომპრომიტირებულებს. მესამე დოზით ასევე აიცრებიან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები. ვაქცინის დამატებითი დოზით აცრა დიდ ბრიტანეთში 6 სექტემბრიდან დაიწყება. ხელისუფლების მიზანია, ქვეყანაში ყოველკვირეულად ვაქცინის 2.5 მილიონი დოზა გაკეთდეს და 25 დეკემბრამდე სამიზნე ჯგუფები სრულად აიცრან ვაქცინის დამატებითი დოზით.

გერმანიაში ჯანდაცვის სამინისტრომ სექტემბრიდან რისკ-ჯგუფების ვაქცინის დამატებითი დოზით აცრის გადაწყვეტილება ორშაბათს, 2 აგვისტოს მიიღო. ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ის ადამიანები, რომლებიც AstraZeneca-ს და Jonson&Jonson-ის ვაქცინით აიცრნენ, სექტემბრიდან mRNA ვაქცინის, როგორიცაა ფაიზერი და მოდერნა, დამატებითი დოზის გაკეთებას შეძლებენ.

გარდა ამისა, გერმანიაში უკვე იწყება კორონავირუსის ვაქცინით 12 წელს ზემოთ ბავშვების აცრა. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის იენს შფანის თქმით, ყველას ვისაც აცრის გაკეთება სურს, ზაფხულში აცრა შეეძლება და გერმანიას ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის საკმარისი ვაქცინა აქვს.

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) Pfizer-ის ვაქცინით 12-15 წლის ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციის რეკომენდაციაც გახდა, გასულ კვირას იმავე ასაკობრივი ჯგუფისთვის Moderna-ს ვაქცინის გამოყენების უფლებაც გასცა.

პირველი ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზით აცრა დასაშვები გახადა ისრაელია. ისრაელის ჯანმრთელობის ორმა ორგანიზაციამ, ქლალითმა და მეუჰედეთმა 60 წელს გადაცილებულთა ვაქცინაცია 30 ივლისიდან დაიწყო.

კომენტარები