დაკარგული მოზარდი

კახეთში 14 წლის მოზარდს ეძებენ

შსს

კახეთში დაკარგულ 14 წლის მოზარდს ეძებენ. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდს მეორე დღეა, ეძებენ. ის სახლიდან გუშინ, 2 აგვისტოს გავიდა.

კომენტარები