ტოკიოს ოლიმპიადა

ნოვაკ ჯოკოვიჩი ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა

Eurosport

მოქმედი პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლისთვის ბრძოლას ნახევარფინალში გამოეთიშა. ჩოგბურთელი გერმანელ მეტოქესთან ალექსანდერ ზვერევთან, ანგარიშით 2:1 დამარცხდა.

თამაში ჯოკოვიჩის უპირატესობით დაიწყო, სერბმა პირველი სეტი 6:1 მოიგო. მეორე სეტში მეტოქეებმა ბრეიქ პოინტები გაცვალეს, მეცხრე გეიმში ზვერევმა ჯოკოვიჩი მეორედ დააბრეიქა, შემდეგ საკუთარი გათამაშებით სეტი 6:3 დაასრულა. მესამე სეტში პირველმა ჩოგანმა ინიციატივა დაკარგა და 1:6 დამარცხდა.

ზვერევი ფინალში რუს ჩოგბურთელს, კარენ ხაჩანოვს შეხვდება. ოქროს მედლის მფლობელის ვინაობა კვირას, 1-ელ აგვისტოს გახდება ცნობილი. 

ჯოკოვიჩი ოლიმპიადაზე კიდევ ერთ შეხვედრას ჩაატარებს. ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად 31 აგვისტოს ჩოგბურთელს ესპანელი მეტოქის, პაბლო კარენო ბუსტას დამარცხება მოუწევს.

კომენტარები