შარლ მიშელის შეთანხმება

ბოკუჩავა: 43% ოცნებისთვის იყო საფრთხე და ჰგონიათ, ვადამდელის აუცილებლობა აიცილეს თავიდან

რაღაცით ხომ თავი უნდა გაიმართლოს ქართულმა ოცნებამ, აბა, იმას ხომ არ იტყვის, გუშინწინ ამოვიდა კვლევები, სადაც ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი პროცენტი და გვეშინია ვადამდელი არჩევნებისო? თავს ამით გაიმართლებენ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია – 43 პროცენტი ქართული ოცნებისთვის წარმოადგენდა ძალიან დიდ საფრთხეს და ამით ჰგონიათ, რომ მათ აიცილეს ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა, მაგრამ ამ დოკუმენტიდან გასვლის შემთხვევაშიც, ხელმეორედ ხელმოწერის შემთხვევაშიც და ნებისმიერი სხვა დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ქართული ოცნების მიმართ უკვე არსებობს მოლოდინი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ 43 პროცენტზე ნაკლების აღების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ვადამდელი არჩევნები არის გარდაუვალი, ვადამდელი არჩევნები აუცილებლად ჩატარდება და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თითოეული მოქალაქე გამოვიდეს არჩევნებზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა ენმ-ის წევრმა თინა ბოკუჩავამ. 28 ივლისის საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.

კომენტარები