შარლ მიშელის შეთანხმება

ხაზარაძე: ოპოზიციასთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, არ გამოვრიცხავთ არჩევნების ბოიკოტს

მამუკა ხაზარაძე

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ქართული ოცნების განცხადებას ეხმაურება, რომლითაც ხელისუფლებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ლელო არ მისცემს ქართულ ოცნებას გაკეთებული განცხადების სისრულეში მოყვანის საშუალებას და მოუწოდებს ოპოზიციურ ძალებს, სასწრაფოდ დაიწყოს კონსულტაციები ოპოზიციასა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის.

"ჩვენ, ოპოზიციურ პარტნიორებთან ერთად, წყნარად და მშვიდ ვითარებაში მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ და ეს ნაბიჯები იქნება იქითკენ მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილიზაცია და თუ საჭირო იქნება, არ გამოვრიცხავ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ტყუილის ტირაჟირება". – თქვა ხაზარაძემ.

საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.

კომენტარები