ჩაკ ნორისი

ჩაკ ნორისმა 83 წლის ქალი შავი ქამრით დააჯილდოვა

Befunky

აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატმა და მსახიობმა, ჩაკ ნორისმა, იუტას შტატში მცხოვრები, 83 წლის კარატისტი, კეროლ ტეილორი შავი ქამრით დააჯილდოვა.

ტეილორი აღმოსავლური ორთაბრძოლით 15 წლის წინ დაინტერესდა, როდესაც 11 წლის შვილიშვილი კარატეზე შეიყვანა.

"შვილიშვილის გაკვეთილს დავესწარი და ვიფიქრე, ჩემი ასაკის ადამიანს ძალიან მოუხდებოდა მსგავსი ვარჯიშები, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. მწვრთნელს დაველაპარაკე და ჯგუფს შევუერთდი". – ამბობს ტეილორი.

მეხუთე თადარიგის შავი ქამრის გადაცემის ცერემონია ლას-ვეგასში გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის ერთ-ერთი ჩაკ ნორისიც იყო. ტეილორმა მისი და ათობით სხვა ოსტატის თანდასწრებით საბრძოლო ილეთები შეასრულა და მსახიობისგან ქამარი მიიღო.

 

კომენტარები