სტიქია ლენტეხში

ძლიერი წვიმის გამო ლენტეხში 20 სოფელი გარესამყაროს მოწყდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად სოფლები გარესამყაროს მოწყდა. დაზიანებულია გზები და ხიდები. ლენტეხის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა ფორმულასთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ გარესამყაროს 20 სოფელი მოწყდა.

"27 ივლისს გამთენიისას კოკისპირული წვიმა წამოვიდა და ადიდდა მდინარეები. სტიქიამ დააზიანა შიდა სასოფლო და ცენტრალური გზები. მწყობრიდან არის გამოსული, წყალტუბო, ლენტეხბი. ამ მომენტისთვის გარესამყაროს მოწყვეტილია 3 თემი, დაახლოებით 20 სოფელი". – ამბობს ლიპარტელიანი.  

მისივე თქმით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და მათთან სატელეფონო კომუნიკაცია არის. მერი ამბობს, რომ წაღებულია 3 ხიდი და რამდენიმეს საფრთხე ემუქრება. 

"დაწყებულია სამუშაოები, მუშაობს ტექნიკა. ცენტრალური გზების გარდა დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები. წაღებულია ცენტრალური ხიდი და მასთან მისასვლელი გზის 70 მეტრიანი მონაკვეთი. ამის გამო მოხდა იმ სოფლების იზოლირება". – ამბობს მერი და აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი სახლები დაზიანებული არაა. 

კომენტარები