ოკუპაცია

თურნავა ლეშჩენკოს ჩამოსვლაზე: არ არის საჭირო აჟიტირება, რუს ტურისტსაც მივესალმებით

ჩვენ ყოველთვის მივესალმებით და განსაკუთრებით დღეს, როდესაც პანდემიაა, მივესალმებით ტურისტების ჩამოსვლას მსოფლიოდან, მათ შორის ჩვენი სამეზობლო ქვეყნებიდან, მათ შორის რუს ტურისტებსაც. აქედან გამომდინარე, არ არის საჭირო აჟიტირება ესეთ თემაზე. თუკი არის კანონმდებლობასთან პრობლემა, მიმართეთ შესაბამის ორგანოს. ჩემი ინფორმაციით, კანონი არ დაურღვევია.

თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

მთავარი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსი მომღერალი, ლევ ლეშჩენკო, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას უჭერს მხარს და ოკუპირებულ აფხაზეთშიც იმყოფებოდა, საქართველოში ისვენებს და მას ხელისუფლების წარმომადგენლები მასპინძლობენ.

კომენტარები