კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 264 შემთხვევა, დღიური დადებითობა 6.52%-ია

Shutterstock

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 19 375 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 264 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 665 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.52%, ბოლო 14 დღის - 5.73%, ბოლო 7 დღის - 6.44%.

ინფიცირების 1 264 ახალი შემთხვევიდან თბილისში 676 გამოვლინდა, აჭარაში - 224, იმერეთში - 84, ქვემო ქართლში - 45, შიდა ქართლში - 33, გურიაში - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 65, კახეთში - 62, მცხეთა-მთიანეთში - 35, სამცხე-ჯავახეთში - 19, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 530, საიდანაც 5 247 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 737 პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება, ხოლო 16 546 პირი - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 967 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 216 პაციენტი.

26 ივლისის მონაცემებით, სულ ქვეყანაში 404 023 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 374 753 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 714 გარდაიცვალა.

კომენტარები