ინდოეთი

ინდოეთში წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 110 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

NDRF

ინდოეთის დასავლეთ შტატში, მაჰარაშტრაში წყალდიდობას და მეწყერს, სულ მცირე, 110 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წვიმის შედეგად დაიტბორა ასობით სოფელი, წყალმა სახლები წალეკა და მოსახლეობა უსახლკაროდ დატოვა. მაშველები მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობენ. სამაშველო სამუშაოებში სამხედროები ჩაერთნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, წყალდიდობამ და მეწყერებმა მსხვერპლი ძირითადად ორ რეგიონში გამოიწვია. მუმბაის ახლოს მდებარე სოფელში მეწყერს 38 ადამიანი ემსხვერპლა. მუმბაიში შენობის ჩამონგრევის გამო 10 ადამიანი დაიღუპა. ქალაქში მატარებლების მიმოსვლა შეწყდა. ერთ-ერთი სანაპირო რაიონი  ხიდების ჩანგრევის გამო დანარჩენ ქვეყანას მოსწყდა.

ინდოეთის პრემიერმინისტრის თქმით, ცენტრალური ხელისუფლება შტატს დახმარებას გამოუყოფს.

ხელისუფლება მოსახლეობას სთხოვს, სახლების სახურავებზე ავიდნენ, რათა მაშველებმა მათი გადარჩენა ვერტმფრენებით შეძლონ.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი წვიმა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

მუმბაისა და მთლიანად მაჰარაშტრაშის შტატში ძლიერი წვიმა ყოველწლიური მოვლენა და მუსონების შედეგია, თუმცა ბოლო წლებში ნალექის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კომენტარები