კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 7 დღეში საქართველოში Covid19-ით სიკვდილიანობა 49%-ით გაიზარდა, ახალი შემთხვევები – 43%-ით

DW

ბოლო 1 კვირაში წინა კვირასთან შედარებით საქართველოში Covid 19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 49%-ით გაიზარდა, ახალი შემთხვევების რაოდენობა კი - 43%-ით. Worldometers.info-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 7 დღეში საქართველოში კორონავირუსის 12 887 შემთხვევა დადასტურდა და 133 ადამიანი გარდაიცვალა. წინა 7 დღეში ეს მონაცემები შესაბამისად 9 006 და 89 იყო.

ასევე ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, საქართველო მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში მე-14 ადგილზეა, სიკვდილიანობით კი - მე-17-ზე.

ვაქცინაციის ტემპით კი საქართველო პირველ ასეულშიც კი არ არის. მილიონ მოსახლეზე ადმინისტრირებული დოზების რაოდენობით ქვეყანა მსოფლიოში 122-ე ადგილს იკავებს. საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 3.7%-ია.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა და ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.32%, ბოლო 14 დღის - 5.38%, ბოლო 7 დღის - 6.03%.

23 ივლისის მონაცემებით, სულ ქვეყანაში 398 081 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 370 565 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 656 გარდაიცვალა.

კომენტარები