კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 460 შემთხვევა, დღიური დადებითობა 6.32%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 38 945 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 082 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.32%, ბოლო 14 დღის - 5.38%, ბოლო 7 დღის - 6.03%.

ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 363 გამოვლინდა, აჭარაში - 240, იმერეთში - 196, ქვემო ქართლში - 139, შიდა ქართლში - 118, გურიაში - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 89, კახეთში - 181, მცხეთა-მთიანეთში - 62, სამცხე-ჯავახეთში - 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 834, საიდანაც 4 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 487 პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება, ხოლო 15 567 პირი - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 934 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 205 პაციენტი.

23 ივლისის მონაცემებით, სულ ქვეყანაში 398 081 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 370 565 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 656 გარდაიცვალა.

კომენტარები