თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო, აშშ-სთან თანამშრომლობით, დამატებითი ჯაველინების შეძენას გეგმავს

ჯაველანი

2021 წლისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, აშშ-სთან თანამშრომლობით, ჯაველინების დამატებითი პარტიის შეძენას აპირებს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენის დროს ისაუბრა. 

ჯაველინი ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი დანადგარია. ჯაველინების პირველი პარტია საქართველოში 2018 წლის იანვარში ჩამოვიდა.

ასევე, 10-წლიანი გეგმის წარდგენაზე ითქვა, რომ 2022 წლიდან დელტას ბაზაზე, უცხოურ კომპანიებთან ერთად დაიწყება დიდი და მცირე ზომის სამხედრო დრონების წარმოება. საუბარი შეეხო საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებასა და ამ დარგში ისრაელის კომპანია რაფაელთან არსებულ მოლაპარაკებებს.

კომენტარები