სასამართლო სისტემა

თალაკვაძე: სახ.დეპ-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში საიმედო საინვესტიციო გარემოა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ საქართველოში არის საიმედო და მდგრადი საინვესტიციო გარემო, რაც ნიშნავს, რომ ინსტიტუტები და რეფორმები, რომელთა გატარებაც ჩვენ ვუზრუნველყავით თავისთავად იცავს საინვესტიციო გარემოს, რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ გამოთქმულ კრიტიკას, ჩვენი და ჩვენი პარტნიორების გამოთქმული სურვილი, სასამართლო კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელი და კიდევ უფრო მეტად ეფექტური გახდეს იქნება ასახულ ჩვენს მიერ განხორციელებულ  შემდგომ რეფორმებში.

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა. დღეს, 21 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ინვესტორების მზარდ უნდობლობაზე მიუთითა საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ

კომენტარები