ვაქცინაცია საქართველოში

"Pfizer-ის შემდეგ პარტიაზე 16 წლის ასაკიდან შეძლებენ რეგისტრაციას" – ცვლილებები პროტოკოლში

განახლებული პროტოკოლის მიხედვით, Pfizer-ით აცრის ასაკმა 16 წლამდე დაიწია, რაც ნიშნავს იმას, რომ Pfizer-ის შემდეგი პარტიის შემოტანისას, ვაქცინაციაზე დარეგისტრირება 16 წლის ზემოთ პირებსაც შეეძლებათ

"აცრა ტარდება 16 წლის  და ზედა ასაკის პირებში, აცრების კურსი შედგება 2 ინექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღეს". – ვკითხულობთ პროტოკოლში.

ამასთან ერთად, ახალი ცვლილებების მიხედვით, COVID-19-ით ინფიცირებულებს გამოჯანმრთელებიდან 30 დღეში შეეძლებათ აცრა.

ვაქცინაციის ტემპით საქართველო პირველ ასეულშიც კი არ არის. მილიონ მოსახლეზე ადმინისტრირებული დოზების რაოდენობით ქვეყანა მსოფლიოში 126-ე ადგილს იკავებს. საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 3.1%-ია.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა და დადასტურდა ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა. დღიური დადებითობა 6.42%-ია, ბოლო 7 დღის - 5.53%, ბოლო 14 დღის კი - 5.03%.

კომენტარები