ოპოზიცია

ბოკერია ხაზარაძეზე: წინასწარ მზადებას ჰგავს, თავი იმართლო, რატომ ვერ შეთანხმდი დღეს

"იმედი მაქვს, რომ ვცდები, მაგრამ ჰგავს ხოლმე ეს რაღაც წინასწარ მზადებას, რომ თავი იმართლო, რატომ ვერ შეთანხმდი, დღეს რაც შესათანხმებელი იყო იმაზე. იმედი მაქვს, რომ ეს გამოუცდელობის ბრალია". – ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ლელოს ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საჭიროა, დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე და პრემიერობის კანდიდატზე.

ბოკერიას თქმით, ჯერ არის თვითმმართველობის არჩევნები, სადაც მერობის კანდიდატებზე შეთანხმება უნდა მოხდეს, ხოლო ასეთ დიდ საკითხებზე გადასვლა ეგრე სროლით არ უნდა ხდებოდეს.

"პრობლემაა, მაშინ, როდესაც კონსულტაცია უნდა იყოს და ერთად უნდა გამოცხადდეს და საჯაროდ ისვრი ასეთ რაღაცებს, ეს პირველად არ ხდება ლელოს მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა და მეორე, აგერ გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც არის ინსტრუმენტი ვადამდელი არჩევნების მისაღწევად და პოლიტიკური გამარჯვებისთვის. ჯერ ამაზე უნდა შევთანხმდეთ, კოორდინირება უნდა მოხერხდეს მერობის კანდიდატებზე და მერე უნდა გადახვიდე ამ დიდ საკითხზე, რომელიც ლეგიტიმური საკითხია და დიახ, ასე საჯაროდ სროლით არ უნდა ხდებოდეს". – თქვა ბოკერიამ

მამუკა ხაზარაძის აზრით,  უნდა შეიქმნას ოპოზიციური კოალიცია და საჭიროა, დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე და პრემიერობის კანდიდატზე. ამასთან, ხაზარაძე წერს, რომ საჭიროა შეთანხმება, რათა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მომავალ მთავრობაში ძალოვანი მინისტრები არ წარადგინოს.

კომენტარები