ჟურნალისტებზე ძალადობა

TV პირველის ოპერატორსა და მოქალაქეზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ფორმულა

TV პირველის ოპერატორსა და მოქალაქეზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. 

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ მიიღო. 

ვანო ბურდულს ბრალად ედება ოპერატორზე თავდასხმა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, ხოლო დავით ქოჩიაშვილს - გამვლელ მოქალაქეზე თავდასხმა. 

დაცვის მხარე დაკავებულების 7000 და 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა. 

5 ივლისის ძალადობრივი აქციის შემდეგ 24 ორკს წაუყენეს ბრალი. 


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს. მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები.  

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ შორის იყო ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა

კომენტარები