პრაიდის კვირეული

თაბაგარი: ელჩების დასანახად მახარაძე იქამდეც დაიბარეს, აი ხო ვიძიებთო, ბლეფია და ტყუილი

TBILISI PRIDE-ის დირექტორი, გიორგი თაბაგარი წერს, რომ ალტ-ინფოს დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძისა და პუტინისტური და ჰომოფობიური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის სახლი გაჩხრეკა და შემდგომ მახარაძის გამოკითხვაზე დაბარება მხოლოდ ელჩების დასანახად ხდება.

"ბლეფია ეს და ტყუილი ფაფხური. 5 ივლისამდეც დაიბარეს გამოკითხვაზე რომ ჩვენთან და ელჩებთან ეთქვათ, რო აი ხო ვიძიებთ საქმეს. იმ დროისთვისაც ჰქონდათ საკმარისი საფუძველი მახარაძის დასაკავებლად, მაგრამ არაფერი ქნეს და ერთად შეასრულეს 5 ივლისი!

ამაში ეჭვი აღარ მეპარება!" - წერს გიორგი თაბაგარი.

სამართალდამცველებმა პრორუსული მედიის, ალტ-ინფოს დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის სახლი გაჩხრიკეს.  ჩხრეკის დასრულების შემდეგ, პოლიციამ მახარაძე განყოფილებაში გადაიყვანა.

ჩხრეკა მიმდინარეობს ძალადობრივი, პუტინისტური და ჰომოფობიური ჯგუფის ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის სახლშიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ ასახელებს, თუ ვის სახლებში მიმდინარეობს ჩხრეკა, თუმცა უწყებაში ადასტურებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები 5-6 ივლისის მოვლენებს ეხება.

კომენტარები