კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ბავშვებში ინფიცირების ზრდის ტენდენცია გვაქვს, მოვუწოდებთ მშობლებს – აიცრან

ტენდენცია გვაქვს ბავშვებში ინფიცირების ზრდის და ამიტომაც მოვუწოდებთ მშობლებს, რომ ყველა აიცრას, რათა ბავშვებს ინფექცია არ გადავდოთ და არ მივუტანოთ. გიდასტურებთ, რომ ტენდენცია არის ზრდის, ჰოსპიტალური დატვირთვის მაჩვენებლებსაც ეტყობა.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 663 ახალი შემთხვევა. ე.წ ინდური შტამის 79 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გავრცელება 20%-ს აჭარბებს. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.68%, ბოლო 14 დღის - 4.1%, ბოლო 7 დღის - 4.46%.

კომენტარები