კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ჩვენი რეკომენდაციაა, სემინარებზე დაუშვათ მხოლოდ ორჯერადად აცრილი პირები

მოგეხსენებათ, ზაფხულში იმატებს სხვადასხვა კონფერენციების, სემინარებისა თუ ტრენინგების რიცხვი, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ამ შეკრებებზე დავუშვათ მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები. ეს არაა ქართული ველოსიპედი, ბევრ ქვეყანაში ასეა და ჩვენც უნდა მივეჩვიოთ.

არავინაა სემინარის ჩატარების წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, უნდა ეკეთოთ პირბადე, დისტანცია იყოს დაცული, მაგრამ აუცილებელია ასევე მესამე რეკომენდაცია, რომ სემინარის მონაწილეები ყველა წინასწარ იყვნენ აცრილები, ისევე, როგორც სემინარის დამგეგმავები, ჩამტარებლები. ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ვებინარზე.

კომენტარები