პრაიდის კვირეული

კალაძე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მეტი სიყვარული

ჩვენ, ყველამ ერთად, ვინც სწორად აზროვნებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქვეყანა იყოს განვითარებული, წინ წასული, დემოკრატიული და, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, იყოს თავისუფალი, უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მეტი სიყვარული, ადამიანებში იყოს ურთიერთპატივისცემა, იყოს მეტი განათლებული ადამიანი, რაც, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებ და არაფერს დავიშურებ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო წინ წავიდეს, კიდევ უფრო განვითარდეს და ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე იყოს.

ამბობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე 5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებზე საუბრისას. 

კომენტარები