პრაიდის კვირეული

ნაკაიძე: დღევანდელი აქცია გარდამტეხია გუშინდელი ძალადობისა და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში

გული მწყდება, რომ არ ვიმყოფები თბილისში და ფიზიკურად ვერ შევძლებ დღეს 20:00 საათზე აქციაზე მოსვლას. ვფიქრობ, ეს აქცია არის გარდამტეხი იმ ძალადობისა და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც გუშინ ვიხილეთ. ყველას, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, მრავალფეროვანი, დემოკრატიული, თანასწორობის პრინციპებით მცხოვრები მოქალაქეების ერთობა, და არა - თეოკრატიული, მოძალადე ბრბოთა და მათ წამხალისებელ პუტინისტურ ჯგუფების ერთობა, მოგიწოდებთ, რომ ერთად დავდგეთ და გავაპროტესტოთ ძალადობა, ამ ქვეყნის რუსეთიზაცია. დღეს, რუსთაველზე ვიცავთ თავისუფლებას, გამოდით, თავისუფლებისთვის!!!

ამბობს პარლამენტის დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე. 

დღეს, 6 ივლისს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია გაიმართება, რომლის მიზანიც არის გაპროტესტება და გამიჯვნა გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან.

კომენტარები