ხანძარი

ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარი ლოკალიზებულია – სამუშაოებში ვერტმფრენი მონაწილეობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარი ლოკალიზებულია. 

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.  ადგილზე 50 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის 1 ვერტმფრენი მონაწილეობს.

ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარს რამდენიმე დღეა, ებრძვიან.  ნაკრძალის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. 

კომენტარები