ხანძარი ვაშლოვანში

ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარია, წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი მეხის დაცემა გახდა

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარია. ცეცხლი ხეებს უკიდია. ნაკრძალის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. 

"სავარაუდოდ, ხეს მეხი დაეცა, ამის შემდეგ კვამლი შევნიშნეთ. სამი ათეული წელია, ვაშლოვანის ეროვნულ ნაკრძალში ვმუშაობ და მსგავსი შემთხვევა ზაფხულში არ მახსოვს. რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, ჯერ არ ვიცით. მივდივართ ფეხით, რელიეფი რთულია, სამ კილომეტრზე მეტი გზა გვაქვს გასავლელი“. – უთხრა საზოგადოებრივ მაუწყებელს ვაშლოვანის ეროვნული ნაკრძალის წარმომადგენელმა, ვაჟა ჩერქეზიშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის კერა მთიან რელიეფზეა, რის გამოც, სპეციალური ტექნიკით ადგილამდე მისვლა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

კომენტარები