ვაქცინაცია საქართველოში

თალაკვაძე: მილიონი დოზა ვაქცინის შემოტანა პრემიერის და ჯანდაცვის სისტემის დიდი წარმატებაა

მილიონი დოზა ვაქცინის შემოტანა და ვაქცინაციის ახალი გეგმა პრემიერმინისტრის და ჯანდაცვის სისტემის დიდი წარმატებაა.

იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში კოვიდ19-ის ვირუსი საზოგადოებრივი ჯანდაცვის N1 გამოწვევად რჩება, ვაქცინების რეზერვი და ვაქცინაციის გეგმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამაზე არა მხოლოდ მოქალაქეთა ჯანმრთელობა, არამედ ქვეყნის ეკონომიკა, ჩვენი შვილების განათლება და უამრავი ოჯახის სოციალური მდგომარეობაა დამოკიდებული.

პრემიერმინისტრის და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ვაქცინების სხვადასხვა მწარმოებელ კომპანიასთან პირდაპირი მოლაპარაკებები და მაღალი დონის ჩართულობა სწორი ტაქტიკა იყო

წერს პარლამენტის ვიცესპიკერი არჩილ თალაკვაძე Facebook-ზე ჩინური ვაქცინების - ნახევარი მილიონი დოზა სინოფარმის და ნახევარი მილიონი დოზა სინოვაკის საქართველოში შემოსვლაზე. ამ დრომდე უცნობია თარიღი, როდის ექნება ქვეყანას ფაიზერი. პრემიერის თქმით, კომპანია მოწოდებას "ივლისიდან, ეტაპობრივად" დაიწყებს. საქართველო ვაქცინაციის ტემპით მსოფლიოში 145-ე ადგილზეა. სრულად 3%-იც არ არის აცრილი.

კომენტარები