COVID-19-ის ვაქცინა

JOHNSON & JOHNSON-ის ვაქცინა ინდური შტამის წინააღმდეგაც მაღალეფექტიანია

კომპანია Johnson & Johnson-ის წარმომადგენლების თქმით, მათი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ინდური [დელტა] შტამის წინააღმდეგაც მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა.

ვაქცინის მიღებიდან მომდევნო 8 თვის განმავლობაში ადამიანი იღებს დაცვის საშუალებას, რომელიც კარგად უმკლავდება COVID-19-ის სხვადასხვა განსხვავებულ ვერსიებს, ინდური შტამი კი მათგან ერთ-ერთი ყველაზე საშიში და სწრაფად გავრცელებადია.

აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოს ვარაუდით, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტად გავრცელებული ვირუსის ვარიანტი, მაღალი ალბათობით, დელტა გახდება.

ინდური შტამის წინააღმდეგ მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებიც, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გამაძლიერებელი დოზის მიღების მეთოდიც განიხილება.  

"დარწმუნებული ვართ, რომ ამ ეტაპზე გამაძლიერებელი დოზის მიღება არ არის საჭირო და ჩვენი ვაქცინა განსხვავებული ვარიანტების წინააღმდეგ იძლევა თავდაცვის საშუალებას" – თქვა J&J-ის ინფექციური დაავადებებისა და ვაქცინების გლობალურმა ხელმძღვანელმა, იოჰან ვან ჰუფმა.

კომენტარები