სასამართლო სისტემა

"ოფიციალური მეტრაკეა ენჯეოების სანუკვარი მოსამართლე" – პაატა შავაძის ჰომოფობიური კომენტარი

facebook.com/paata.shavadze.1

"ოფიციალურად გაცხადებული მეტრაკე უნდა იყო და უცებ გახდები უზენაესი სასამართლოს ენჯეოებისათვის სანუკვარი მოსამართლე! აი, ეს არის ამათი კრიტერიუმი და ამით აფასებენ ესენი დღეს პროფესიონალიზმს! ვერ გავხდები მეტრაკე! კაცი ვარ კაცური თქვენი დედაც!". - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი პაატა შავაძე, GDI-ის იურისტისთვის გაგზავნილ შეტყობინებას, Facebook-ზე ჰომოფობიური განაცხადით ეხმაურება. 

"გვანცუშკები, გვანცუშკები” - დღეს, 1-ელ ივლისს, მოძრაობა სირცხვილიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც შავაძე GDI-ს იურისტს გვანცა წულუკიძეს ცინიკურად მიმართავს. 

გვანცა წულუკიძემ პაატა შავაძე კონკურსზე ზედიზედ რამდენჯერმე არგამოცხადების გამო Facebook-კომენტარში გააკრიტიკა.

კომენტარები