TikTok

TikTok-მა მილიონობით არასრულწლოვანი მომხმარებლის ანგარიში წაშალა 

ფოტო: BBC.COM

TikTok-მა სოციალური პლატფორმიდან 7.3 მილიონი არასრულწლოვანი მომხმარებლის ანგარიში წაშალა.    

BBC-ის ცნობით, აღნიშნული პირები არღვევდნენ პლატფორმის სამომხმარებლო პოლიტიკას, რომელიც რეგისტრაციისთვის მინიმალურ ასაკად 13 წელს ითვალისწინებს. 

მსოფლიოს მასშტაბით TikTok-ს მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. New York Times-ის ინფორმაციით, ამერიკელი მომხმარებლების თითქმის მესამედი არასრულწლოვანია. 

კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, არასრულწლოვანთა გამოვლენა და მათი ასაკის ზუსტი განსაზღვრა რთული პროცესია, რომელშიც აქტიურად გამოიყენება TikTok-ის ალგორითმი. 

ანგარიშის თანახმად, 2021 წლის პირველ კვარტალში წესდების დარღვევის გამო, წაიშალა 62 მილიონი ვიდეო და თითქმის 11 მილიონი მომხმარებლის ანგარიში. 


 

კომენტარები