გვატემალა

SPUTNIK V-ის მიწოდებაში შეფერხების გამო გვატემალა რუსეთისგან თანხის დაბრუნებას ითხოვს

ამელია ფლორესი

გვატემალას ჯანდაცვის მინისტრის ამელია ფლორესის თანახმად, კორონავირუსის ვაქცინის მიწოდების შეფერხების გამო ქვეყნის ხელისუფლებამ რუსეთის სთხოვა დაებრუნებინა ავანსი, რომელიც Sputnik V-ში გადაიხადეს.

"ვითხოვთ, ფულის დაბრუნებას შეთანხმების შესაბამისად. თუ მოგვიანებით შეეძლებათ ვაქცინის მოწოდება, გადავიხდით უშუალოდ [ვაქცინის] მიღებისას." - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

საუბარია, 614.5 მილიონ გვატემალურ კეტცალზე, რაც დაახლოებით 79.29 მილიონი აშშ დოლარია. გავტემალამ ეს თანხმა 16 მილიონ დოზა ვაქცინაში გადაიხადა. 

ვაქცინის პირველი პარტია გვატემალაში მაისში ჩავიდა. ქვეყანამ მთლიანობაში 150 000 დოზა ვაქცინა მიიღო.

გამოცემა Meduza-ს თანახმად, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდს, რომელიც რუსული ვაქცინის ექსპორტით არის დაკავებული საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები