კოლუმბია

კოლუმბიის პრეზიდენტის ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს

კოლუმბიის პრეზიდენტი, ივან დუკე მარკესი
ფოტო: Forbes.com

კოლუმბიის პრეზიდენტის, ივან დუკე მარკესის ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს.

ვერტმფრენის ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ, კოლუმბიის თავდაცვის მინისტრი, დიეგო მოლანო, შინაგან საქმეთა მინისტრი, დანიელ პალასიოსი და გუბერნატორი, სილვანო სერანო.

მიუხედავად ვერტმფრენის არაერთ ადგილას დაზიანებისა, ბორტზე მყოფი არცერთი ოფიციალური პირი არ დაშავებულა.

Reuters-ის ცნობით, ინციდენტი კატატუმბოს რეგიონში, საზღვართან ახლოს მოხვდა, სადაც წლების განმავლობაში არაერთი შეიარაღებული დაჯგუფებაა თავმოყრილი, მათ ძირითად საქმიანობას კი ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობა წარმოადგენს.

ჯერჯერობით, თავდამსხმელთა ზუსტი ვინაობა უცნობია.

დაზიანებული ვერტმფრენი

 

 

კომენტარები