რუსული ოკუპაცია

ავსტრიის, ლიტვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

ავსტრიის, ლიტვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, ალექსანდრ შალენბერგის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის და ბოგდან აურესკუს ვიზიტი ორგანიზებული იყო  ევროკავშირის საგარეო საქმეების უმაღლესი წარმომადგენლის და ევროპული კომისიის უსაფრთხოების პოლიტიკის ვიცეპრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელის დავალებით.

"ოძისის რიონში ვიზიტის დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა გააზიარა თავისი ხედვა ადგილზე, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე.

მან ასევე ხაზი გაუსვა უარყოფით გავლენას, რომელიც აქვთ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე და ადამიანის სხვა უფლებებზე "ბორდერიზაციის“ ისეთ ნიშნებს, როგორებიცაა მავთულის ღობეები ან სათვალთვალო პუნქტები. დისკუსიაში შემდგომ ხაზი გაესვა იმას, რომ COVID-19-ის პანდემიამ გაართულა მათი ყოველდღიური გამოწვევები". – აცხადებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში.

კომენტარები