არ შემიძლია, დიდი მადლობა არ გადაგიხადოთ სპორტის მხარდაჭერისათვის. ეს გამოიხატებოდა 2012 წლის შემდეგ და არ შემიძლია, არ შევეხო იმ პროცესებს, რომელიც ხორციელდებოდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ქართული სპორტის განადგურებისკენ... გაანადგურეთ ყველაფერი, გაყიდეთ, კაბალური ხელშეკრულებები დადეთ. მე მინდა, გითხრათ, რომ პოლიტიკური ნებაც იყო, რომ სპორტი მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და სამჯერ გაიზარდა ბიუჯეტი. არც ერთი ობიექტი არ გასხვისებულა იმის შემდეგ, პირიქით, მიდის მუშაობა მათ დაბრუნებაზე და დარწმუნებული ვარ, დაბრუნდება ის ობიექტებიც, რადგან ის იყო არასწორად გასხვისებული. სპორტი არის საუკეთესო საშუალება ქვეყნის წარმოჩენისათვის, ქვეყნის თავდაცვისათვის, ქვეყნის მდგრადობისათვის. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ. მე მოვისმინე ათწლიანი გეგმა და ის შეეხო ყველა იმ პრობლემას, რაც მართლა არის დღეს გამოწვევა ქართულ სპორტში.
ქართული ოცნება
ოცნების დეპუტატი: სპორტი არის საუკეთესო საშუალება ქვეყნის თავდაცვისათვის, მდგრადობისათვის
tbl.ge/5lf2
დაკოპირდა

მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა და ყოფილმა ძიუდოისტმა შოთა ხაბარელმა პრემიერმინისტრს პლენარულ სხდომაზე, ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის შესახებ.
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




