კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ეპიდსიტუაციის ნახტომისებრი ჩამოსვლა არ გვაქვს, პლატოზე ვართ გასული

ეპიდსიტუაცია სტაბილიზირდება, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით, ანუ ნახტომისებური ქვემოთ ჩამოსვლა არ გვაქვს, პლატოზე  ვართ გასული და ჯერჯერობით ქვემოთ არ მოდის. ყოველდღიური შემთხვევები მერყეობს 500-800-ს შორის, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ეს საკმაოდ მაღალია.

გასაგებია, რომ მთელი რიგი მიზეზების გამო პირბადის ტარების მანდატორიზმი მოიხსნა ღია სივრცეებში, მაგრამ მაინც ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას თვითშეგნებიდან გამომდინარე პირბადე, სადაც ძალიან არ გვიჭირს – ვატაროთ.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ZOOM-ში გამართულ ვებინარზე.

კომენტარები