ეკონომიკა

ღარიბაშვილი: მაისში ველოდებით 20%-ზე მეტ ეკონომიკურ ზრდას

განვლილი ურთულესი პერიოდის შემდეგ, ჩვენმა ეკონომიკამ ზრდა დაიწყო, გასული წელი იყო ძალიან რთული ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. მარტში ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა, აპრილში კი ჩვენ გვქონდა რეკორდული, 44.8% ზრდა, მაისში ჩვენ ველოდებით 20%-ზე მეტ ზრდას, არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, ძალიან მალე იქნება გამოქვეყნებული მონაცემები მაისის თვის ზრდის შესახებ. 

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, მაისის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, რამდენიმე დღის წინ არ გაამხილა. 2021 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 44.8%-ით გაიზარდა. ამგვარი ზრდა, გარკვეულწილად, უკავშირდება იმას, რომ 2020 წლის აპრილშიც საქართველოს ეკონომიკა წლიურად 16.6%-ით იყო შემცირებული.

კომენტარები