ეკონომიკა

2021 წლის I კვარტალში მშენებლობის ღირებულება 8.7%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის I კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 8.7%-ით გაიზარდა.

ზრდა, ძირითადად, სამშენებლო მასალების 15.9%-იანი გაძვირებით იყო გამოწვეული, რაც 9.16%-ით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

წინა კვარტალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი I კვარტალში 1.6%-ით შემცირდა.

აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 19.7%-იანი კლებით, რამაც -6.05 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წყარო: საქსტატი


 

კომენტარები