მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ამ რეფერენდუმისთვის ვაპირებ ჩამოსვლას, ყოველთვის ვასრულებ, რასაც ვამბობ

"მე არასდროს არ მითქვას კონკრეტულად არც თარიღი, არც დრო, არც ადგილი ჩასვლის, გარდა ბოლო განცხადებისა. ბოლო განცხადებაში ვთქვი, რომ ამ რეფერენდუმისთვის, რა თქმა უნდა, ვაპირებ ჩამოსვლას". - ამბობს მიხეილ სააკაშვილი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვაზე კონკრეტულად რეფერენდუმამდე ჩავა თუ რეფერენდუმის შემდეგ, სააკაშვილმა უპასუხა: " ამას ქართველი ხალხი ნახავს. ეს იქნება სიურპრიზი ივანიშვილისთვის, მაგრამ ძალიან მძლავრი სიურპრიზი, მე არ დავაღალატებ ქართველ ხალხს".

ამასთან ერთად, კითხვაზე, თუ რატომ უნდა ენდოს ქართველი ამომრჩეველი, სააკაშვილი პასუხობს: "მე ყოველთვის ვასრულებ იმას, რასაც ვამბობ".

კომენტარები