ბათუმის სტადიონი

ბათუმის სტადიონისთვის სახელის დარქმევის აუქციონში გამარჯვებული 8.7 მილიონს გადაიხდის

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი

ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის სახელის დარქმევის უფლებისთვის გამართული აუქციონი დასრულდა, გამარჯვებული კომპანია 8.7 მილიონს გადაიხდის. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აუქციონში გამარჯვებულის სახელი საფეხბურთო სტადიონს 5 წლის განმავლობაში ერქმევა. 

გარდა სახელისა, აუქციონში გამარჯვებული სტადიონზე რეკლამის განთავსების უფლებითაც ისარგებლებს, თუმცა მას არ ექნება სტადიონის მართვასა და ადმინისტრაციულ საკითხებში ჩართვის უფლება. 

აუქციონის პირობების თანახმად, სტადიონის ახალი სახლი აუცილებლად უნდა შეიცავდეს სიტყვა "არენას", რაც საერთაშორისოდ გავრცელებული პრაქტიკაა. 

სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებს შეესაბამება და ის 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. მისი მშენებლობის ღირებულება 150 მილიონ ლარს აღემატება. 
 

კომენტარები