კორონავირუსი საქართველოში

კალოიანი: გამყრელიძემ თქვა, ვაქცინა ვერ დავთვალეთო – რაც არ არის, ვერ დათვლი

მთავარი არხი

"დღეს ცოტა გამეცინა, ბატონმა ამირანმა რომ ბრძანა, ვერ დავთვალეთო - რაც არ არის, ვერ დათვლი". – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს მდივანი ჯანდაცვის საკითხებში, ვახტანგ კალოიანი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებას ქვეყანაში AstraZeneca-თი ვაქცინაციის შეფერხებასთან დაკავშირებით.

"6 მაისის შემდეგ ჩვენ ახალი ვაქცინა ქვეყანაში არ შემოგვსვლია. 20 ივნისს რომ მთავრდებოდა ის მარაგი, რაც ქვეყანას ჰქონდა, ესეც ყველამ იცოდა - გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმაც, საექსპერტო საზოგადოებამაც, პროფესიულმა ჯგუფებმაც. ამაში მოულოდნელი არაფერი არ იყო. შეიძლება, ბევრი პოლიტიკური სპეკულაცია, რომ არ მოინდომეს შეჩერება მანამდე ვაქცინაციის პროცესის, რომ არ ყოფილიყო საფუძველი იმის თქმის, რომ, აი, ვაქცინები არ არის და ამიტომაც გარისკეს, თუმცა, არ გავყვეთ ამ შეთქმულების თეორიას, ჩემი აზრით, ეს არის ორი სისტემური პრობლემა. სისტემა არ ვარგა, რომელიც აღრიცხავს და პასუხს გასცემს ამ ყველაფერს და კომუნიკაციაც ცუდია". –ამბობს კალოიანი მთავარის ეთერში. 

გამყრელიძემ თქვა, რომ ASTRAZENECA-თი აცრის შეფერხების მიზეზი ლოჯისტიკური პრობლემაც იყო და, მისივე სიტყვებით, მათ ჰქონდათ მონაცემები ქსელში მეტ დოზასთან დაკავშირებით.  

"არ დაკარგულა ვაქცინები, მიმდინარეობდეს კვლევა, ეს შეიძლება იყო აღრიცხვის პრობლემა, რა თქმა უნდა, თუ პასუხისმგებლობა დადგა, ამას არავინ გაექცევა". – ამბობს ამირან გამყრელიძე. 

ათობით მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა, წერს, რომ მეორე დაჯავშნილ დოზას ვერ იღებს. გუშინ, 21 ივნისს, ვაქცინაციამდე 1 დღით ადრე, მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ჯავშანი შეჩერებულია. 

"ყველა, ვინც არის ვაქცინირებული, თავის დოზას აუცილებლად მიიღებს". - ამბობენ NCDC-ში, თუმცა ვერ ხსნიან, რატომ არეგისტრირებდა სისტემა მეორე დოზით აცრისთვის მოქალაქეებს, თუ ვაქცინის მათთვის განკუთვნილი დოზები ხელმისაწვდომი არ იქნებოდა.

კომენტარები