მე-10 მოწვევის პარლამენტი

სიის 3 წევრიდან 1 სხვა სქესის უნდა იყოს – ცვლილება მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წესში 

OC Media

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის თანახმად, 2028 წლამდე ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია იმგვარად, რომ წარდგენილ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. კანონის მოქმედი რედაქციით, პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული სია იმგვარად უნდა შეადგინოს, რომ წარდგენილ სიაში ყოველი ორი კანდიდატიდან ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იყოს.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, ამ ცვლილებით მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისთვის იგივე სტანდარტი დაწესდება, რაც საპარლამენტო არჩევნებისთვისაა გათვალისწინებული.

კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე  მეორე მოსმენით განიხილეს. 

კომენტარები