პირბადის ტარება

გამყრელიძე: პირბადის ხმარების მოხსნას მიზანშეწონილად ჯერჯერობით არ მივიჩნევთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯერჯერობით არ მიიჩნევს მიზანშეწონილად პირბადის ხმარების მოხსნას. მესმის, რთულია, ზაფხულია, მაგრამ საქართველოსთვის 300-700 შემთხვევა საკმაოდ დიდი რაოდენობაა. ჯერ უნდა გავიჭირვოთ და პირბადე უნდა ვატაროთ... გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვაზე არ გავაკეთებ კომენტარს, ამ ყველაფერზე, თუ საჭიროდ მიიჩნევა, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. 

კომენტარები