ჰამასი

ანტისემიტური შემთხვევების შემდეგ, გერმანიაში ჰამასის დროშა აკრძალეს

გერმანიის მთავრობის ყველა პარტია ჰამასის დროშის აკრძალვაზე შეთანხმდა. ეს ნაბიჯი მოჰყვა გასულ თვეში, ანტიისრაელის მსვლელობებზე მომხდარ რამდენიმე ანტისემიტურ შემთხვევას. 

დროშის აკრძალვის შეთავაზება თავდაპირველად წამოაყენა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატთა გაერთიანებამ (ქდგ)

"არ გვსურს, გერმანულ მიწაზე ტერორისტული ორგანიზაციების დროშები ფრიალებდეს". – თქვა ქდგ-ს სპიკერმა, თორშტენ ფრაიმ.

თავდაპირველად, დროშის აკრძალვასთან დაკავშირებით მემარცხენე ცენტრისტთა სოციალ -დემოკრატთა პარტიმ (სდპ), რომელიც ქდგ-ს პარტნიორია, საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა, მათ ჰქონდათ კითხვები აკრძალვის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. თუმცა, საბოლოოდ ისინიც დათანხმდნენ აკრძალვას. 

"მოხარული ვარ, რომ სპდ ჩვენს გეგმას დათანხმდა. ასე ჩვენ ცხად გზავნილს ვუგზავნით ჩვენს ებრაელ მოქალაქეებს". – დაამატა ფრაიმ. 

ისრაელისა და ღაზის სექტორის 11-დღიანი კონფლიქტის დროს გერმანიაში მყოფ სინაგოგებზე მოაწყვეს თავდასხმები, აქციებზე ისმოდა ანტისემიტური შეძახილები, წვავდნენ ისრაელის დროშებს. 

კომენტარები