მკველობა

ათენში კაცმა ცოლი 11 თვის ჩვილის გვერდით დაახრჩო და მკვლელობა ქართველ ყაჩაღებს დააბრალა

ქმარი, რომლის ახალგაზრდა ცოლის გვამი 11 თვის ჩვილის გვერდით იპოვეს, მკვლელობაში გამოტყდა. იქამდე ითვლებოდა, რომ ბრიტანელი ქალი სახლში შეჭრილმა ქართველმა ყაჩაღებმა მოკლეს.

ხუთშაბათს 32 წლის პილოტი პოლიციამ ვერტმფრენით ალონიოსის კუნძულიდან ათენში გადაიყვანა, სადაც ის ცოლის მემორიალურ სერვისს ესწრებოდა. ქმარი რამდენიმე საათის შემდეგ გამოტყდა. 

ხუთშაბათს მემორიალურ სერვისზე მკვლელი გარდაცვლილი ცოლის დედას ეხუტება

დაჭერამდე იგი ამტკიცებდა, რომ ცოლი სახლში შეჭრილმა ყაჩაღებმა მოუკლეს, რომლებიც 11 მაისს ათენის გარეუბანში მდებარე სახლში შევარდნენ. მისი თქმით, სამმა ყაჩაღმა დააბა და ჯერ ცოლი მოუკლეს, შემდეგ კი €15,000 წაიღეს. მისივე თქმით, ყაჩაღებმა მოუკლეს ძაღლიც.

თუმცა გამოძიებისას კაროლინის smart watch-მა აჩვენა, რომ მისი გული მაშინაც მუშაობდა, რა დროსაც, ქმრის მტკიცებით, მკვდარი უნდა ყოფილიყო. ხოლო, ქმრის მობილურმა ტელეფონმა იმ დღის განმავლობაში ქმრის მოძრაობები გამოააშკარავა - რა დროსაც ის ამტკიცებდა, რომ გაკოჭილი იყო, სინამდვილეში სახლის გარშემო მოძრაობდა. საწინააღმდეგოს ამტკიცებდა სათვალთვალო კამერაც.

მოკლული 20 წლის კაროლინი სხვენში იპოვეს. ის 11 თვის ჩვილის გვერდით დაახრჩვეს. ბავშვი დაშავებული არ არის.  

კომენტარები