20 ივნისის შემდეგ გიორგი გახარია იყო ამორალური თავდასხმის ობიექტი ოპოზიციის მხრიდან. თქვენ გახსოვთ ტერმინების მოფიქრება, იქ "თვალთხარია" და ასე შემდეგ, თქვენ გახსოვთ, რომ ერთ-ერთი ე.წ. უფლებადამცველი მისი მობილური ნომერს აცხადებდა აქციაზე, გახსოვთ მასზე სპეციალურად შექმნილი სიმღერა, რომ თითქოს გახარიას უხარია ვიღაცის თვალის დათხრა და ა.შ. ეს იყო ამორალური შტურმი და ასეთ დროს გუნდის წევრების ვალია, რომ თანაგუნდელი დაიცვან. ეს იყო ამორალური შტურმი და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ჩვენი მორალური და პოლიტიკური ვალი მისი დაცვა იყო. 20 ივნისს ერთადერთი თვალთხარია იყო ნიკანორ მელია და ნაციონალური მოძრაობა.
tbl.ge/5l3i
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში 20 ივნისის შესახებ.
ამავე თემაზე
- სტრასბურგის გადაწყვეტილება ადასტურებს, გახარიას ბრალდება შეთითხნილია - საქართველოსთვის
- ვის რამდენი უნდა გადაუხადოს სახელმწიფომ - ECHR-ის გადაწყვეტილება 20 ივნისის დაზარალებულებზე
- ლემონჯავა: კოალიცია მუშაობს საერთაშორისო მექანიზმებზე, რათა ივანიშვილმა პასუხი აგოს
- შსს-ს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო სტანდარტის დაცვა – იუსტიცია 20-21 ივნისზე
- საიამ "გავრილოვის ღამის" საქმეზე დავა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში მოიგო




