კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: იქნება თუ არა მეოთხე ტალღა, დამოკიდებულია რეგულაციების შესრულებაზე

კი ბატონო, მოვხსნათ ყველა შეზღუდვა, ადამიანები შეწუხდნენ, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ეს აუცილებელია. კლინიკური სექტორი მთლიანად მზად არის, რომ ის ცალკეული შემთხვევები, რომელიც ამ შეზღუდვის მოხსნის შემდეგ იქნება, ისე მართოს, რომ სიკვდილიანობა იყოს მინიმალური. ხედავთ, რომ პაციენტების მიღებაც ახლაც საათივით არის აწყობილი, არცერთი დაგვიანება და შეფერხება, მაგრამ მეოთხე ტალღა იქნება თუ არა ჩვენთან, მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა მოსახლეობა რეგულაციებს – პირბადეები, პირბადეები, პირბადეები. ე.წ ინდური შტამი თუ გავრცელდება, შესაძლოა, ამან ხელი შეუწყოს მეოთხე ტალღის დაჩქარებას.

ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე და კორონავირუსის შესაძლო მეოთხე ტალღაზე.

კომენტარები