ხელფასი

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1 256 ლარია

Publika.ge

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2021 წლის პირველ კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 256.2 ლარია, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4%-ით, 53.5 ლარითაა გაზრდილი.

საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 2 448.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 5.7%-ით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 159.8 (გაიზარდა 14.4%-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 798.9 ლარი (გაიზარდა 0.2%-ით);
  • მშენებლობა – 1 664.5 ლარი (შემცირდა 2.3%-ით);

პირველ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.9 ლარით განისაზღვრა და წლიურად 62.5 ლარით გაიზარდა, ხოლო კაცების - 1 473.4 ლარი იყო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 49.5 ლარით მეტი. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

 

კომენტარები