ცოლის მკვლელობა

შსს: ბოლნისში კაცმა ცოლს სცემა, ქალმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა

flickr

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1971 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს. მას ბრალი ედება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე
დაზიანებაში, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა  მიმდინარე წლის 12 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1981 წელს დაბადებულ ს.ი.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ქალმა გონება დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა - 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები