განიხილება წამახალისებელი ღონისძიებები და ის პაკეტი, რომელიც ჩვენ შეიძლება შევთავაზოთ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას, აქაც მნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის.
ასევე განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების მოდიფიცირებას, ანუ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო.
განიხილება ასევე შესაძლებლობები ბიზნესთან თანამშრომლობის, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედება იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ე.წ. მწვანე საშვი.