საქართველოს მთავრობა

ბლინკენი: სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკების ფასილიტაციისთვის საქართველოს მადლობელი ვართ

ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე მოლაპარაკების ფასილიტაციისთვის, რომლის შედეგადაც 15 მოქალაქე გაათავისუფლა და ისინი საქართველოს ტერიტორიის გავლით ოჯახებს დაუბრუნდნენ.

"ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას. ჩვენ საქართველოს ხელისუფლების მადლობელი ვართ მხარეებს შორის მოლაპარაკებების ფასილიტაციაში შეტანილი უკიდურესად მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ამგვარი ნაბიჯები რეგიონის მოსახლეობას უფრო დააახლოებს დამსახურებულ მშვიდობიან მომავალთან". – წერს ბლინკენი

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და ისინი საქართველოს ტერიტორიის გავლით ოჯახებს დაუბრუნდნენ.

კომენტარები